25 აპრილი 2017 დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ორხევის დასახლებაში მდებარე კომპანია ,,ფუდმარტს“ ესტუმრა, წარმოება დაათვალიერა და ხელმძღვანელობას შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ორხევის დასახლების მცხოვრებლების მიერ კომპანიის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები იყო, კერძოდ, მოსახლეობა დასახლებაში არასასიამოვნო სუნის არსებობას უჩიოდა, რომლის ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორად კომპანიის ,,ფუდმარტი’’ წარმოების ნარჩენები მოიაზრებოდა. ამასთანავე, იყო საკანალიზაციო ქსელის გაბიდვნის შემთხვევებიც.
აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, გასულ კვირას შეხვედრა შედგა საკრებულოს მაჟორიტარ წევრსა და GWP-ს, ასევე კომპანიის ,,ფუდმარტი“ ხელძღვანელობასა და რაიონის გამგებელს შორის, რის შემდეგაც გარკვეული ღონისძიებები დაიგეგმა.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, მდგომარეობის გამოსწორების მიზნით უკვე გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. კომპანიამ დაამონტაჟა სპეციალური გამწოვი ფილტრი და დაჩქარდა რეზერვუარებიდან ნარჩენი მასის გატანა, რაც უზრუნველყოფს არასასაომოვნო სუნის განეიტრალებას.
პრობლემის საბოოლოოდ მოგვარების მიზნით, GWP-ს, კომპანია ,,ფუდმარტის“, რაიონის გამგებლის და მაჟორიტარი დეპუტატის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა უახლოეს პერიოდში კვლავ იგეგმება.