05 აგვისტო 2016 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულიკო ზუმბაძის ძალისხმევით, ორხევის დასახლებაში მიკროავტობუსის ახალი ხაზი გაიხსნა.
საკრებულოს წევრმა მის სამაჟორიტარო ოლქში მიკროავტობუსების ახალი ხაზების მოძრაობის საკითხთან დაკავშირებით 28 ივლისს საკრებულოში დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის და თბილისის მიკროავტობუსების კომპანიის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც ორხევის, აეროპორტის, დიდი ლილოს, ნასაგურის, წინუბნის და ლილოს დასახლებებში მიკროავტობუსების ახალი მარშრუტების საკითხის განხილვას ეხებოდა.
როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, მიკროავტობუსების ახალი ხაზების დამატება და მარშრუტების ინტერვალის შემცირება ეტაპობრივად განხორციელდება.
პირველი ეტაპი: ორხევის დასახლებაში მიკროავტობუსი N 107 უკვე ყოველ 40 წუთში იმოძრავებს.
მოძრაობის მარშრუტი: თეთრიხევი, ჩანტლაძის ქუჩა, მუხაძის ქუჩა, კახეთის გზატკეცილი, ზედა სამგორი, მეტრო "ისანი", ქეთევან წამებულის გამზირი (N56 ავტობუსის ბოლო გაჩერება), მეტრო "სამგორი", მოსკოვის გამზირი, კახეთის გზატკეცილი და შემდეგ ორხევის დასახლება, ბოლო გაჩერება თეთრიხევი.
მიკროავტობუსი მოძრაობას იწყებს თეთრიხევიდან დილის 06.30 საათზე. შესვენება 12.30 საათიდან 13.30 საათამდე. ბოლო გამოსვლა 20.30 საათზე ისნიდან (ავტობუსების გაჩერება).
სექტებრიდან ზემოთხსენებულ მარშრუტს დაემატება 2-3 მიკროავტობუსი.