04 მარტი 2022
თბილისის საკრებულოში, უკრაინის დახმარების მიზნით შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს უმრავლესობის წევრები, მაჟორიტარები და უკრაინის დიასპორის, ასევე დიასპორასთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ საკრებულო მზადყოფნას გამოთქვას, ყველა მიმართულებით აქტიურად იმუშაოს უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების, თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის მიმართულებით.
„მიზანი ამ სამუშაო ჯგუფის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა ვიმუშაოთ, პირველ რიგში იმ უკრაინელების დასახმარებლად, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოვიდნენ და საომარი მოქმედებების გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ასევე მნიშვნელოვანია, უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება და დახარისხება საჭიროებების მიხედვით. ბევრი სტრუქტურა კოორდინირებულად მუშაობს, არის გენერალური ხაზი, რომ მათი საჭიროებები უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. საკოორდინაციო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს, გავცვალოთ ინფორმაციები საჭიროებების და მოთხოვნილებების შესაბამისად,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გიორგი ტყემალაძემ ასევე ისაუბრა თბილისის მერის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ბელიაშვილის ქუჩაზე მუნიციპალიტეტმა ჰუმანიტარული ტვირთის შემგროვებელი პუნქტი შექმნა და დღეიდან ამ პუნქტში ჰუმანიტარული ტვირთის მიღება დაიწყო.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია გამოვიდა ინიციატივით, განსაკუთრებული დახმარება გაუწიონ უკრაინელ ბავშვებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
საკრებულოს წევრმა ნინო რუხაძემ ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ საქმიანობაზე ჰუმანიტარული დახმარების შეგროვების, ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ.
უკრაინის დიასპორის წარმომადგენლებმა საკრებულოს უმრავლესობის წევრებს იმ საჭიროებების და მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ამ ეტაპზე პრობლემური და აქტუალურია.
საკოორდინაციო ჯგუფი მუშაობას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. დაიგეგმა მომავალი სამუშაო შეხვედრები.
საკრებულოს წევრები „დარეჯან და შალვა ძნელაძეების“ კატალოგის პრეზენტაციას დაესწრნენ
თებერვალი 22,2026
სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება
თებერვალი 20,2026
შალვა სუთიაშვილი ირაკლი გვილავასთან ერთად, გოჯუ-რიუს ახლად გახსნილ აკადემიას ესტუმრა და სპორტული ინვენტარი გადასცა
თებერვალი 20,2026