12 ნოემბერი 2025 სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ქართული დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ელჩები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა მოჭორიშვილმა მიმართა.
მან დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ყველა პირს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და ქვეყნის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა ასევე ყურადღება ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართეს.
დღესვე, ღონისძიების ფარგლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს გადაცემის ცერემონია შედგა.
ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს საქართველოში 2004 წლიდან, ხოლო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო 2020 წელს დაწესდა
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025