26 მაისი 2024
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართა. ფიცის დადების შემდეგ, მოსახლეობას სიტყვით ქვეყნის პირველმა პირებმა მიმართეს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე გამართულ სახალხო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
„სრულიად საქართველოს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი ჩვენი უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს გვაერთიანებს! რთული და გამოწვევებით სავსე გზა გაიარა საქართველომ დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში, ამ ბრძოლას თავი შესწირეს გმირებმა, რომელთა დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს!“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილია შემეცნებითი, გასართობი სივრცეები, ისტორიული, საგამოფენო სტენდები, ასევე საბავშვო ზონები.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართა.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს 300 მა ბავშვმა, რომელთა შორის საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები არიან.
26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი დაასრულებს, რომლის მთავარი თემაა - ამბავი საქართველოზე.
თბილისის საკრებულოში რუსთავის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 04,2026
ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს
თებერვალი 03,2026
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებსა და საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს შორის შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 03,2026