20 სექტემბერი 2025 „თბილისობა 2025“-ის ფარგლებში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 2025 წლის საპატიო თბილისელებს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელები გადასცა. საზეიმო ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, საპატიო თბილისელის წოდება წელს 30 მოქალაქეს მიენიჭა.
2025 წლის საპატიო თბილისელები გახდნენ:
ზურაბ თურმანიძე - ექიმი, ქირურგი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, იუნესკოს ხალხური მედიცინის ევროპის საერთაშორისო კომისიის წევრი; თინათინ მღვდლიაშვილი - პოეტი, მხატვარი; ჯენარო ქრისტესაშვილი - ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; ნოდარ ჩხარტიშვილი - ბიოლოგი, მეცნიერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის წევრი; ბაკურ კიღურაძე - არქიტექტორი, მეცნიერი; ოთარ გაბელაშვილი - ინჟინერი, სამთო გეოლოგი; გივი ჭიჭინაძე - ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი. ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრი; თენგიზ გუგეშაშვილი - ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თოდუას კლინიკის თორაკო-აბდომინალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; გოგა პიპინაშვილი - თეატრისა და კინოს მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი; თომზირ ცომაია - სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე; თინა მგალობლიშვილი - დიქტორი, მსახიობი; დავით ევგენიძე - კომპოზიტორი, პიანისტი; ზურაბ აბაშიძე - დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი; სხვადასხვა დროს იკავებდა საპასუხისმგებლო თანამდებობებს, მათ შორის, იყო: საქართველოს პირველი ელჩი ევროკავშირში, საქართველოს დიპლომატიური მისიის პირველი ხელმძღვანელი ნატოში; არჩილ გოგელია - მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი; თეიმურაზ ჩიგოგიძე - ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძე - გამომცემელი, მეცენატი; გიორგი ბურჯანაძე - ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი - ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე, დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საერთაშორისო პრემიის ლაურეატი; ნუგზარ კვაშალი - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, ანსამბლ „ხომლის“ წევრი; რომან (რომა) რცხილაძე - მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი; თინათინ ბუკია - ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი; ნოდარ მითაგვარია - ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი; ნანული აბესაძე - მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; მანანა თოდაძე - მომღერალი, მსახიობი; 50 წლის განმავლობაში იყო ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი; ნანული სარაჯიშვილი - კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი; ლეილა მუმლაძე - მუსიკოსი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი; თამაზ მოლაშვილი - მუსიკოსი, პედაგოგიური მოღვაწეობის 65 წლიანი სტაჟით; ნიკოლოზ შენგელაია - მხატვარი, მისი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთის, სირიის, ჰოლანდიის და სხვა კერძო კოლექციებში; მალხაზ დოლიძე - პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რომელსაც ერთ-ერთ პირველს პურპროდუქტების დარგში მიენიჭა ღირსების ორდენი; ჯიმი ყიფიანი - იურისტი, მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი თბილისის საზოგადოებრივ და იურიდიულ ცხოვრებაში.
2025 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდოებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025