01 ოქტომბერი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს წევრებთან, ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს", ეროვნული სკრინინგ ცენტრის, აგრეთვე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა თავისუფლების მოედანზე ცოცხალ ჯაჭვში, რომელიც სიმბოლურად ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვას ემსახურება.
მსოფლიო მასშტაბით ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვედ მიიჩნევა. ამ თვეს 50-მდე ქვეყანა აღნიშნავს და მას „ვარდისფერ ოქტომბერს" უწოდებს.
„ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა. თბილისის საკრებულო არაერთი წელია ჩართულია კამპანიაში „ შენი სიცოცხლე შენს ხელშია", რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ სკრინინგ პროგრამებზე, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. კამპანიის მიზანიც სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტმა ქალმა გაიგოს უფასო სკრინინგის შესახებ," - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები საინფორმაციო კამპანიას უერთდებიან, რომელიც ქალთა ონკოლოგიური დაავადებების ცნობადობის ამაღლების მიზნით იმართება. ცოცხალი ჯაჭვის მიზანი კი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლებაა.
„ვარდისფერი ოქტომბერი" მსოფლიო მასშტაბით 1997 წლიდან აღინიშნება.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025