26 ივლისი 2024
წყნეთში, დადიანისა და ევროპის ქუჩებზე, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძესა და საქართველოს პარლამენტის წევრ, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.
წყნეთში რამდენიმე ქუჩაზე უკვე განახლდა ასფალტის საფარი და საჭიროებისამებრ სანიაღვრე ქსელებიც მოეწყო.
ამ დროისთვის კი გზის დაზიანებული საფარის განახლება დადიანისა და ევროპის ქუჩებზე მიმდინარეობს.
„წყნეთში გზების რეაბილიტაციას განვაგრძობთ, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ამჟამად დადიანისა და ევროპის ქუჩებზე გზის დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას, ასევე გზის საფარის აღდგენას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მთლიანობაში სარეაბილიტაციო არეალი 3 100 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
ზურაბ აბაშიძე სტრასბურგში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობს
თებერვალი 03,2026
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებსა და საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს შორის შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 03,2026
თბილისის მეტროს 60 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა
იანვარი 30,2026