24 აპრილი 2026
თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს გაიოზ თალაკვაძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის № 5-8 დადგენილებაში ცვლილებების წარადგინა. წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება ჯამში 84 მილიონ 849 ათასი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 591 მილიონ 827 ათას ლარს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს გააცნო ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-4 დადგენილებაში ცვლილება და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N6-9 დადგენილებაში ცვლილება.
შპს თბილისერვის ჯგუფის უფროსის მოადგილემ დავით ბოდოკიამ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს „თბილისერვის ჯგუფს" შორის „თბილისის მყარი ნარჩენების პროექტთან დაკავშირებით" ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, სასესხო შეთანხმების ხელმისაწვდომობის ვადის გახანგრძლივებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილეს დავით ჯაიანს მოუსმინეს, რომელმაც „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) გრანტის მიღებასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „GrCF2 W1 - თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი - აქტივების მართვის გეგმის" შესახებ გრანტის ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე" საკრებულოს განკარგულების პროექტი გააცნო კომისიის წევრებს.
დღესვე, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს გიორგი კობიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინა.