17 მარტი 2026 თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ლევან მიქავამ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია.
მისივე თქმით, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა ქვეპროგრამების მიხედვით კვარტალურ გადანაწილებებს მხარი დაუჭირეს.