24 მარტი 2026 თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა, მოსკოვის გამზირსა და ბოჭორიშვილის ქუჩაზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით და დაზარალებულ პირთა მიმართ თანხის სახით შესასრულებელი ვალდებულებების შესრულებისთვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია-ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებებიც შეათანხმეს და სხვადასხვა მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
ამას გარდა, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის შესახებ” საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებაც დაამტკიცეს.
დღესვე, კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ასევე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებნი ესწრებოდნენ.