23 სექტემბერი 2025 ტაბახმელაში თრიალეთის ქუჩა N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილეები, ანდრია ბასილაია და ირაკლი ბენდელიანი გაეცნენ.
5000 კვ.მ ფართობ სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი საერთაშორისო სტანდარტებით მოეწყო. განთავსდა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, ტაბლო და საპარკინგე სივრცე. ხოლო, პადელის 2 მოედნის მოწყობა ამ დროისთვის მიმდინარეობს. გარდა ამისა, ტერიტორიაზე 45 პერსონაზე გათვლილი ადმინისტრაციული კორპუსი აშენდა. სპორტული კომპლექსი შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულია. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას საფეხბურთო სკოლები შეძლებენ.
სპორტული კომპლექსის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვეტერანი სპორტსმენები გაეცნენ.