16 ნოემბერი 2023 თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა.
სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს, გაიოზ თალაკვაძეს, მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები გააცნო.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი 1 700,912.4 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში გაზრდილია 68,779.8 ათასი ლარით.
დღესვე სხდომაზე გაიოზ თალაკვაძემ იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელთა დაფინანსებაც ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტითაა გათვალისწინებული.
რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას, გაიოზ თალაკვაძის თქმით, მისი დაფინანსება 16 916,7 ათასი ლარითაა განსაზღვრული.
სხდომის დასასრულს, კომისიის წევრებმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრები გამგეობების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებენ
თებერვალი 05,2026
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებების საკითხი განიხილეს
იანვარი 30,2026
თბილისის საკრებულოს პროექტი „თბილისის სასკოლო ლიგა“ 2025 წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა
იანვარი 23,2026