22 ნოემბერი 2024 თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე უძღვებოდა.
სხდომაზე, 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შესახებ იმსჯელეს, რომელიც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა.
პროექტის თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 19 591,6
ათასი ლარით და 2024 წლის ბიუჯეტი ჯამურად შეადგენს 2 077 927,2 ათას ლარს.
2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესაბამისად, სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამები იზრდება 4 110,1 ათასი ლარით, რაც მოხმარდება 2024 წელს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებისათვის თბილისელი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მატერიალურ წახალისებას და ასევე, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობას.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილ 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირეს.
შალვა სუთიაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ქართველი სპორტსმენები დააჯილდოვა
იანვარი 30,2026
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებების საკითხი განიხილეს
იანვარი 30,2026
თბილისის საკრებულოს პროექტი „თბილისის სასკოლო ლიგა“ 2025 წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა
იანვარი 23,2026