20 თებერვალი 2026 თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, გლდანი 1 - (ავჭალა) მაჟორიტარი შალვა ოგბაიძე, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი, ასევე სააგენტოსა და დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ახალი მიკროავტობუსის მარშრუტის პრეზენტაციას დაესწრნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ახალი სამარშრუტო ხაზი N560 სოფელი გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ყაზბეგი ქუჩის, ნაწილობრივ-26 მაისის, შემდეგ აღმაშენებლის და ბოლოს ბარბარე ჯორჯაძე-ერისთავის ქუჩების გავლით სარაჯიშვილის გამზირამდე მანძილს მოიცავს.
მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას დაიწყებს ალექსანდრე ყაზბეგისა და იმერეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, გაივლის ალექსანდრე ყაზბეგის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, 26 მაისის, დავით აღმაშენებლის, მიხეილ გამკაძის, გელა ოჩიაურის, ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩებს, შემდეგ ელეფთერ ანდრონიკაშვილის I შესახვევიდან დაუკავშირდება დავით სარაჯიშვილის გამზირს და მოძრაობას დაასრულებს სარაჯიშვილის გამზირის N47-ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
რაც შეეხება უკუმიმართულებას, N560 გამოიყენებს იმავე მარშრუტს და მგზავრთა მომსახურებას ალექსანდრე ყაზბეგისა და იმერეთის ქუჩების გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულებს.
,,წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება კვლავაც გრძელდება. აღსანიშნავია, რომ დღემდე, სოფელი გლდანიდან აღნიშნულ მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა.
შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, მგზავრთა მომსახურების მიზნით, აღნიშნული მარშრუტის დამატების გადაწყვეტილება მიიღო’’,-განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მანვე დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, ასევე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის, ხოლო მოსახლეობას კი, მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შალვა ოგბაიძე გლდანის რაიონის გამგებელთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და საგზაო სამუშაოების ჩატარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
თებერვალი 19,2026
თბილისის №83 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
თებერვალი 05,2026
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებსა და საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს შორის შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 03,2026