16 მარტი 2026 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარ წევრებთან კახა ლაბუჩიძესთან და ბექა მენთეშაშვილთან ერთად დედაქალაქის სომხური თემის წარმომადგენლებს შეხვდა.
საინფორმაციო შეხვედრა თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით და საკრებულოსთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
„ქართველ სომეხთა კავშირის“ ოფისში გამართულ შეხვედრაში სომხური კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ახალგაზრდები და თემის აქტიური წევრები მონაწილეობდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს თბილისის მერიის სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის პროგრამები - „ისწავლე და დასაქმდი“ და „60+“ - გააცნო, რომლებიც მოქალაქეების პროფესიულ განვითარებასა და უფროსი თაობის მხარდაჭერას ემსახურება.
შეხვედრის მონაწილე მაჟორიტარმა წევრებმა მოქალაქეებს მათთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწიეს.
დიალოგის ფორმატში გამართული შეხვედრა თემის წარმომადგენლების საჭიროებების უკეთ გაცნობას, მათ მხარდაჭერასა და საკითხების ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტას ისახავდა მიზნად.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე საკრებულოს კომისიათა პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილება განიხილეს
მარტი 16,2026
ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრებთან ერთად მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტს „ვივამედს“ ეწვია
მარტი 12,2026
თბილისის საკრებულოში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
მარტი 12,2026