12 მარტი 2026 თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა, თბილისის სხვადასხვა რაიონებში ქუჩების სახელდების საკითხებზე იმსჯელეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, ნაძალადევის რაიონში, ეფრემ ზაქარიაძის III შესახვევს და მასთან არსებულ უსახელო ჩიხს საზოგადო მოღვაწის, პროფესორის გურამ თავართქილაძის სახელი მიენიჭება. ისნის რაიონში კი სოლომონ დოდაშვილის ქუჩის მონაკვეთს ვლადიმერ ლობჟანიძის I შესახვევი; ხოლო ექიმის გასასვლელის მონაკვეთს და ექიმის შესახვევს სოლომონ დოდაშვილის I გასასვლელი ეწოდება.
კომისიის წევრებმა მთაწმინდის რაიონში, კერძოდ ტაბახმელაში, ფარნავაზ მეფის I ჩიხისთვის და მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთისთვის ფარნავაზ მეფის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებაც იმსჯელეს. ამას გარდა, კომისიაზე ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, წმინდაწყლის I ჩიხის გაგრძელებას დაუჭირეს მხარი.
რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, დეპუტატებმა ლვოვისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავრცელების არეალი დააზუსტეს და კედარის ქუჩასთან არსებულ ორ უსახელო გასასვლელს კედარის III და IV გასასვლელის სახელის მიანიჭეს.
კომისიის გადაწყვეტილებით, კრწანისის რაიონში, ფარიხან სოფიევას ქუჩას ფარიხანუმ სოფიევას სახელი დაერქმევა. გლდანის რაიონში კი, ე.წ. ,,მუხიანი-2“ -ის დასახლებაში საირმის I შესახვევის სახელი გაუქმდება, ხოლო ამავე დასახლებაში მდებარე ზნაკვის ქუჩის გავრცელების არეალი დაზუსტდება.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
თებერვალი 18,2026
თბილისის საკრებულოში რუსთავის საკრებულოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 04,2026
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
იანვარი 23,2026