თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს, რომელმაც კომისიის წევრებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" დედაქალაქის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოუდგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა განისაზღვრა 1 826 308,6 ათასი ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან (1 763 354,7 ათასი ლარი) მიმართებაში 62 953,9 ათასი ლარითაა გაზრდილი.
მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა თბილისის პრიორიტეტები, მათ შორის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა, რომლის დაფინანსება - 631 765,7 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 64 267,6 ათასი ლარით.
პრიორიტეტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, აღდგენა და მოვლა-შეკეთების პროგრამისათვის გათვალისწინებულია 101 706,0 ათასი ლარი.
თბილისის ავტობუსების პარკის განახლება - შევსება - 145 412,5 ათასი ლარით ფინანსდება, ხოლო მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია, მშენებლობა კი 300,0 ათასი ლარით.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტით ასევე შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსებაა გათვალისწინებული:
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 209 514,6 ათასი ლარი;
ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 223 195,4 ათასი ლარი;
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 3 079,5 ათასი ლარი;
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 38 296,3 ათასი ლარი;
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 164 975,2 ათასი ლარი;
განათლება - 261 539,9 ათასი ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 32 444,0 ათასი ლარი;
საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 7 779,2 ათასი ლარი.
თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 253 718,8 ათასი ლარი.
სხდომის დასასრულს, კომისიის წევრებმა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს.