22 იანვარი 2026 თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2025 წლის 6 თვის (01.07.2025-31.12.2025წწ) მუშაობის ანგარიში განიხილეს და საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2026 წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცეს. საკითხები კომისიის წევრებს, კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ წარუდგინა.
დღესვე, სარევიზიო კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და მიმართვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს და ცნობად მიიღეს.