27 თებერვალი 2026
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე, სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტში“ პროფესიული სატრენინგო კურსი ,,შესაბამისობის აუდიტი“-ს მიმართულებით გაიარეს.
კურსი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანამედროვე აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის გაზიარება, სტრატეგიული დაგეგმვისა და აუდიტორული რისკების შეფასების და გამოვლენის მექანიზმების შესწავლა, მათი პრაქტიკაში გამოყენება. ასევე რეკომენდაციების გაცემის და შესრულების მონიტორინგის განხორციელება.
ტრენინგი შეაჯამეს თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ და საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა.
მათ აღნიშნეს, რომ პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა, მათი ცოდნის გაღრმავება და პროფესიული უნარ-ჩვევები განმტკიცება - ჩამოყალიბება სამსახურის წარმატების საწინდარია.
საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორს, ბატონ გელას და კურსის მაღალპროფესიონალური ორგანიზებისთვის ბატონ გიორგი როსტიაშვილს.
მხარეები უწყვეტ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც თავის მხრივ, ეფექტურად აისახება კომისიის საქმიანობაზე.