12 თებერვალი 2026 თბილისის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც ნინო ვარდოსანიძე, ლევან არველაძე და კახაბერ ლაბუჩიძე უძღვებოდნენ, 2025 წლის შიდა აუდიტის ანგარიშს გაეცნენ. ანგარიში საკრებულოს წევრებს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი ხვედელიძემ წარუდგინა. წარმოდგენილი ანგარიში კომისიებმა ცნობად მიიღეს.
დღესვე, სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ იმსჯელეს. საკითხი საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან მიქავამ გააცნო.