10 სექტემბერი 2025
სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა. ახალდრეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ვიცე მერმა, გიორგი ტყემალაძემ, მერის მოადგილეებმა და თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნინო ვარდოსანიძემ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, 3 100 გრძივ მეტრზე სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელ არხებში განთავსდა.
ქუჩაზე მოეწყო გარე განათების ახალი სისტემა და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები; დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, დაიხაზა სავალი ნაწილი, ზებრა გადასასვლელები და დამონტაჟდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული „ჭკვიანი" შუქნიშნები. ასევე, ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
გარდა ამისა, ქუჩაზე განხორციელდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები. გზის მიმდებარე თარგებში მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 1 260 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 13 010 კვ.მ ფართობზე დაითესა და დაიგო ბალახის საფარი.
პროექტი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურთან ერთად, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ, შპს „თბილსერვის ჯგუფმა" და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელეს.
მიხეილ გახოკიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 24 მილიონი ლარი შეადგინა.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025