28 დეკემბერი 2023
თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილები წარმოადგინა.
გაერთიანებული კომისიების გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაშიც.
დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხიც შეათანხმეს და ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე რიგი ავარიული კორპუსების ჩანაცვლების მიზნით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე იმსჯელეს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა კომისიის წევრებს თბილისში, ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე რიგი ავარიული კორპუსების ჩანაცვლების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების საკითხის შეთანხმების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
მარიამ კვერნაძემ ასევე „შპს „ათორის“და მასთან აფილირებული კომპანიების მიერ მშენებლობის დაუმთავრებლობის შედეგად დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №36-ში მდებარე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 16 871 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის წესით პრივატიზებისა და მასზე საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის თაობაზე“ ინტერესთა გამოხატვის პირობების მოწონების თაობაზე საკითხის შეთანხმების შესახებ ისაუბრა.
მანვე, თბილისის მთავრობის სახელით, თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „ინდუსტრიულ ქალაქს“ შორის გაფორმებულ პირობებით გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულებაზე დამატებების განხორციელების შესახებ შეთანხმების თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია,
დღესვე სხდომაზე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებზე იმსჯელეს.