19 ივნისი 2023
თბილისის საკრებულოში საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით ქისტური თემის წარმომადგენელ სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საბჭოსა და საკრებულოს წევრები, საქართველოში მცხოვრები ასურული, იეზიდური, ებრაული და გერმანული თემის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, საკრებულოს წევრებმა ნინო რუხაძემ და ლევან ჟორჟოლიანმა, ასევე ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, რიტა ხიდირბეგიშვილმა, მიმართეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.