23 აპრილი 2026 თბილისის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ ინფორმაცია მოისმინეს.
იმსჯელეს ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის №5-8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტზე. აღნიშნული საკითხები კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
დღესვე კომისიის სხდომაზე სხვა მიმდინარე საკითხებიც განიხილეს, რომლებიც კომისიის წევრებს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა სუთიაშვილმა გააცნო.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.