10 მარტი 2025 თბილისის საკრებულოში კინორეჟისორისა და ხელოვანის, სერგო ფარაჯანოვის, სახელობის შემოქმედებითი კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მსგავსი ხასიათის კონკურსები ახალგაზრდა თაობის შემოქმედებითი მოტივაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„თბილისის საკრებულოში სერგო ფარაჯანოვთან დაკავშირებული მრავალი ღონისძიება გამართულა. დღევანდელი დღეც ამ დიდი რეჟისორისადმი პატივისცემის კიდევ ერთი დასტურია. სერგო ფარაჯანოვი ასოცირდება ჩვენს ქალაქთან და ის ჩვენი თბილისის ნამდვილი კოლორიტია.
შემოქმედებითი კონკურსის მხარდამჭერები, რა თქმა უნდა, მომავალშიც ვიქნებით. სერგო ფარაჯანოვი ხომ უკვე რახანია ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და ძმობის სიმბოლოდ იქცა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საკრებულოსთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე მარგარიტა ხიდირბეგიშვილი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი. საღამოს, ქართველ-სომეხთა კავშირის ხელმძღვანელი მარიამ არაქელოვა უძღვებოდა.
კონკურსის მონაწილეებს პრიზები და სიგელები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თბილისის საკრებულოს და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა გადასცეს.
სერგო ფარაჯანოვის სახელობის შემოქმედებითი კონკურსი 2015 წლიდან იმართება და საქართველოს მრავალფეროვნების წარმოჩენას და ფარაჯანოვის შემოქმედების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
კონკურსის მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის საკრებულო, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, ერევნის სერგო ფარაჯანოვის სახელობის სახლ-მუზეუმი, საქართველოში სომხეთის საელჩო და საქართველოს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქია.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სომხური სათვისტომოს წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სპორტული ობიექტები მოინახულეს
დეკემბერი 05,2025
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025