02 ნოემბერი 2023
თბილისის საკრებულოში თანამშრომლებისათვის, ნებაყოფლობითი, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიმართა.
ღონისძიება საკრებულოს წევრის ანა კაკაბაძის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ვაქცინაციის ფარგლებში, გრიპის საწინააღმდეგო ოთხ კომპონენტიანი ვაქცინით, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და დეპუტატები აიცრნენ. საკრებულოს წევრებმა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდეს.
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.