23 სექტემბერი 2025
თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოვალეობის შემსრულებელს მოუსმინეს.
ირაკლი ხუნწარიძემ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ დედაქალაქის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თბილისის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოადგინა.
წარმოდგენილი ცვლილებით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აიპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ მომსახურების სახეებს ემატება „ო“ ქვეპუნქტი: ,,სატრანსპორტო საშუალებაზე მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის გადამოწმების მომსახურების პირობები და საფასურის ოდენობები“.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ქეთევან კანდელაკიშვილმა კომისიის წევრებს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის (2030 წლამდე) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
აღნიშნული გეგმის მთავარი მიზანია ქალაქს დაეხმაროს მდგრადობის მიზნების მიღწევასა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედებისადმი მედეგობის გაზრდაში.
მისივე თქმით, გეგმა მოიცავს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ 2022-2030 წლებში, კომპეტენციის ფარგლებში, დაგეგმილ ღონისძიებებს ტრანსპორტის, შენობების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მწვანე სივრცეების განვითარების მიმართულებით.
კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თაობაზე იმსჯელეს
ნოემბერი 18,2025
11 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მთავრობის შემადგენლობას თანხმობა მისცეს
ოქტომბერი 31,2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს
ოქტომბერი 30,2025