24 აპრილი 2026 თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე „თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის N5-8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ დადგენილების პროექტი განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე ასევე, სსიპ ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მიერ 2023 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების განხილვა გაიმართა.
დღესვე, კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების და მიმართვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს და ცნობად მიიღეს.