19 ნოემბერი 2025 თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ გააცნო.
სარევიზიო კომისიის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით „თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტი, წარმოდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსახილველად თბილისის მუნიციპალიტეტის მერს დაუბრუნდება.