23 სექტემბერი 2025 თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ააიპ „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება“-ს მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს. კომისიის სხდომას ააიპ „თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ დირექტორი ნინო ანჯაფარიძე და გაერთიანების დირექტორის მოადგილე გოჩა ბოკუჩავა ესწრებოდნენ.
საკითხზე მსჯელობის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჯაფარიძემ სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.