13 ნოემბერი 2023
თბილისის საკრებულოში პარტიის „ანა დოლიძე ხალხისთვის“ წევრებმა ნინო წულაძემ და ესმა გუმბერიძემ უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს მუნიციპალურ დონეზე უსინათლოთა პრობლემების შესახებ.
მათი განცხადებით, დედაქალაქის მერის და მისი გუნდის მიერ დაგეგმილ სარეაბილიტაციო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების პროექტებში შშმ პირების და უსინათლოების საჭიროებები გათვალისწინებული არ არის.
მათივე თქმით, ავტობუსის გაჩერებებზე სადგურის სახელწოდებები უნდა ცხადდებოდეს, თუმცა უმეტეს ავტობუსში ეს სისტემა გაუმართავია. როგორც მათ განაცხადეს, სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად გზები და ტრანსპორტი შშმ პირებისა და კონკრეტულად უსინათლოთათვის არ არის ადაპტირებული.
პარტიის „ ანა დოლიძე ხალხისთვის“ წევრებმა თბილისის მერიას პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მისაწვდომობის სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდეს.