14 მარტი 2024
თბილისის საკრებულოს წევრი, პარტიის „ანა დოლიძე -ხალხისთვის“ წარმომადგენელი ნინო წულაძე დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში „კოოპერატივი 629-ის“ დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე ნაძალადევის რაიონში მცხოვრებმა დაზარალებულებმა საკრებულოს წევრს მათ წინაშე არსებული საკითხები გააცნეს და მათი სამართლებრივად გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ნინო წულაძის განცხადებით, პარტია „ანა დოლიძე -ხალხისთვის“ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოსახლეობასთან ერთად აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად იმოქმედებს.