21 ივნისი 2023
თბილისის საკრებულოს წევრმა, პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ წარმომადგენელმა ნინო წულაძემ კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი და კრწანისი რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ქვემო ფონიჭალაში მდებარე შპს „ჯეო ენერჯის“ მიერ ფეროშენადნობის საწარმოს მოწყობის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრეს.
როგორც შეხვედრაზე ნინო წულაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გზშ გაცემული არ არის და კანონდარღვევით დაწყებულ მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
საკრებულოს დეპუტატებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქარხნის ხელმძღვანელობის მხრიდან არანაირი მოთხოვნა ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით შემოსული არ არის.
მოქალაქეებმა საკრებულოს შუამდგომლობისთვის მომართეს, რადგან არ მოხდეს მაღალი რისკის შემცველი საწარმოს აშენება და ფუნქციონირება მჭიდროდ დასახლებულ უბანში.