თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი თინათინ ნიბლოშვილი უძღვებოდა.
თინათინ ნიბლოშვილმა საბჭოს წევრებთან დაგეგმილი პროექტებისა და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. საბჭოზე განიხილეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროექტის - „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის" - აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები. თინათინ ნიბლოშვილის თქმით, ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყონ თანასწორუფლებიანობის დაცვასა და დისკრიმინაციული შემთხვევების თავიდან აცილებას.