23 მარტი 2026 თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ზარნაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის № 33-141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. საკითხი კომისიის წევრებს სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ნიკოლოზ არაგველმა გააცნო.
დღესვე, კომისიის სხდომაზე „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს. საკითხი კომისიის წევრებს სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ოთარ ჩიტიძემ წარუდგინა.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მსჯელობა სხვა მიმდინარე საკითხებზეც წარიმართა.
კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.