23 სექტემბერი 2025 თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ, 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
კომისიის სხდომაზე, განათლებისა და კულტურის მიმართულებით საანგარიშო პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ წარმოადგინა.
ირაკლი გვილავას განცხადებით, კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში ყოველწლიურად არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მისი თქმით, რამდენიმე ხელოვნების სკოლას რებილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო 34 სახელოვნებო სკოლას სხვადსხვა პროგრამები დაუფინანსდა. ასევე, ვარკეთილის, ვაკის და ზღვის უბნის მედიათეკაში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. როგორც ირაკლი გვილავამ აღნიშნა, კულტურის სფეროს განვითარებისა და ხელშეწყობისათვის მრავალი პროექტი განხორციელებულია, ან განხორციელების ეტაპზეა, რომელიც წლის ბოლოსთვის დასრულდება.
კომისიის წევრებმა ანგარიში ცნობის სახით მიიღეს და დადებითი რეკომენდაციები გასცეს.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025
განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ნოემბერი 19,2025
თბილისში სომეხი მოქანდაკისა და მხატვრის, ერვანდ ქოჩარის მემორიალური დაფა განთავსდა
ნოემბერი 18,2025