30 დეკემბერი 2023
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე თავმჯდომარის მოადგილესთან თინათინ ნიბლოშვილთან, ფრაქციის ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო’’ თავმჯდომარესთან ოთარ გრიგოლიასთან, ასევე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ხელმძღვანელთან ნინო ვარდოსანიძესთან, საკრებულოს ისნის რაიონის მაჟრიტარ წევრთან კახაბერ ლაბუჩიძესთან და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან გურამ ოქროპირიძესთან ერთად ხანდაზმულთა პანსიონატს „ბასილიადა“ ეწვია.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და ფრაქციის ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო’’ წევრების პირადი შემოწირულებით შეძენილი საჩუქრები, საახალწლო ნუგბარი და საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს.
,,ჩვენ ვიმყოფებით მოხუცთა თავშესაფარში უაღრესად თბილ და მოსიყვარულე ადამიანებთან. მიუხედავად უამრავი ცხოვრებისეული პრობლემისა, მათ შენარჩუმებული აქვთ ცხოვრების ხალისი, მომავლის რწმენა.
წარმოუდგენლად უყვართ ერთმანეთი და სულმოუთქმელად ელოდებიან მნახველებს.
ჩვენ აქაურობას ვტოვებთ იმ სურვილით, რომ კიდევ დავბრუნდეთ და სითბოთი და საჩუქრებით არაერთხელ გავულამაზოთ მათ დღეები’’,- ,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პანსიონატის დამფუძნებელმა რუსუდან ბერიძემ პანსიონატის მცხოვრებლებთან ერთად სტუმრებს ხანდაზმულებზე ზრუნვისთვის, თანადგომასა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი დღესასწაულები მიულოცა.