22 ოქტომბერი 2025 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე საკრებულოს წევრებთან ერთად საერთაშორისო ღონისძიების „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გახსნის ცერემონიას დაესწრო.
ფორუმის გახსნის ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგა. გახსნითი პანელი - მაღალი დონის დიალოგი - რეგიონის ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის, მონაწილეობით გაიმართა.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით იმართება. წელს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მთავარი თემა და სლოგანია: Invest in Connectivity – Grow in Stability.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ღონისძიება ამჯერადაც ტრადიციულად, წარმომადგენლობითი, სექტორულად მრავალფეროვანია და გლობალური ლიდერების შეკრებას 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს.
ფორუმი ორი დღის განმავლობაში იმუშავებს, პანელურ დისკუსიებზე განიხილება საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების, მათ შორის „შუა დერეფნის“ მარშრუტის როლი და მისი ფუნქციის შემდგომი განვითარების საკითხები, ასევე ახალი პროგრამები და პროექტები სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
საკრებულომ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პარაორკესტრს უმასპინძლა
დეკემბერი 02,2025
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარადგინა
დეკემბერი 02,2025