23 თებერვალი 2024
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოს პარლამენტში 1921 წლის 23 თებერვალს წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ პანაშვიდს დაესწრო.
„დღეს პატივი მივაგეთ 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას. 103 წლის წინ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში მონაწილე 510 იუნკერიდან უმეტესობა გმირულად დაიღუპა. ქედს ვიხრით მათი სახელების წინაშე, მათი გმირობა და თავგანწირვა არასდროს მიეცემა დავიწყებას“, - განახცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საქართველოს პარლამენტის ეზოში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.