21 დეკემბერი 2023
თბილისის საკრებულოსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად საჯარო და საგანმანათლებლო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას; სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს.
დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ საგანმანათლებლო უწყებებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა თაობის ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია.