თბილისის საკრებულოში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა ნინო წულაძემ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ნინო წულაძემ დამსწრე საზოგადოებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის, საკრებულოს სხდომებსა და კომისიების მუშაობაში მონაწილეობის, პროექტების მომზადებისა და ინიციირების, მოქალაქეთა მიღების, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საანგარიშო პერიოდში საკრებულოს წევრი დაესწრო საკრებულოს 8 სხდომას, განიხილა 113 დადგენილება და 675 განკარგულება. სატრანსპორტო კომისიაში მუშაობის ფარგლებში დაესწრო კომისიის 8 სხდომას სადაც 28 საკითხის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. ასევე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის 15 სხდომას დაესწრო და 168 საკითხი განიხილა.
ანგარიშის წარდგენას პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.