24 ოქტომბერი 2023
თბილისის საკრებულოს პარტია “ანა დოლიძე-ხალხისთვის” წევრი ნინო წულაძე პოლიტიკური "განათლების სკოლის" მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებით აღჭურვა და აქტიური მოქალაქისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაა.
ნინო წულაძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო საკრებულოს მუშაობის სპეციფიკა, ფუნქცია-მოვალეობები და ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეების შეკითხვებს ნინო წულაძემ უპასუხა.