ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ნინო რუხაძემ 2023-2024 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა ნინო რუხაძემ დეტალურად ისაუბრა ევროპის მუნიციპალიტეტებისა (Council of European Municipalities and Regions, CEMR) და რეგიონების საბჭოსა და გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ქსელის (United Cities and Local Governments, UCLG) საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე. ასევე დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა CEMR-ის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2023 წელს თბილისში პირველად ჩატარდა. საკრებულოს დეპუტატი ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში იღებდა მონაწილეობას, რომლის მიზანიც იყო საერთაშორისო ასპარეზზე ევროპული მუნიციპალიტეტებისა და მათი გაერთიანებების როლის დაწინაურება საერთაშორისო ასპარეზზე. ნინო რუხაძის თქმით, კომიტეტის წევრები ჩავიდნენ სოფელ ოძისში და გაეცნენ საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას, აგრეთვე შეხვდნენ სოფელ წეროვანში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას.
როგორც პრეზენტაციაზე ნინო რუხაძემ განაცხადა, საანგარიშგებო პერიოდში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 12 სხდომაში, 113 დადგენილებისა და 675 განკარგულების განხილვასა და მიღებაში; ასევე იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის 23 სხდომასა და 395 საკითხის განხილვაში; ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის 13 სხდომასა და 93 საკითხის განხილვაში; ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მუშაობის ფარგლებში კი ნინო რუხაძემ 15 სხდომასა და 33 საკითხის განხილვაში მიიღო მონაწილეობა.
საკრებულოს დეპუტატის ანგარიშის წარდგენას მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.