14 აპრილი 2026 თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) აღმასრულებელი ბიუროს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს. შეხვედრა მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 8–10 აპრილს გაიმართა და მასში მსოფლიოდან წარმოდგენილი 300- მდე დელეგატი, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერები და საკრებულოების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები მონაწილეობდნენ. სესიებზე ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებსა და მდგრადი ქალაქების ფორმირების, ადგილობრივ დონეზე კლიმატის ცვლილების გავლენის და ადაპტაციის პოლიტიკის გაძლიერების აუცილებლობის შესახებ იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებასა და მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების განვითარებას.
ამას გარდა, შეხვედრაზე განხილული იყო მუნიციპალური ფინანსების მდგრადობის, რესურსების ეფექტიანი მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესების საკითხები, მათ შორის „ჭკვიანი ქალაქების“ განვითარების მიმართულებები. მონაწილეებმა, ასევე იმსჯელეს სოციალური ინკლუზიის უზრუნველყოფაზე, მუნიციპალური სერვისების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე, კრიზისების მართვასა და საგანგებო სიტუაციებში ადგილობრივი ხელისუფლების როლის გაძლიერებაზე.
გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მსოფლიო ორგანიზაცია (UCLG), როგორც ქალაქების, ასევე ადგილობრივი, რეგიონული და მეტროპოლიების მთავრობებისა და მათი ასოციაციების გლობალური ქსელი, იცავს და აძლიერებს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ხმებს. ცოდნის გაზიარების გზით, მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს გლობალური რეაგირებისა და მოქმედების წინსვლაზე ძირეული ვალდებულებებისა და შეთანხმებების მეშვეობით, რომლებიც აკავშირებენ და აძლიერებენ საზოგადოებებს ადგილობრივ დონეზე.
ზურაბ აბაშიძე: „დედა ენა“ მომავალშიც დარჩება იმ სინათლის წყაროდ, რომელიც ახალ თაობებს გზას გაუნათებს ცოდნისკენ და სამშობლოს სიყვარულისკენ
აპრილი 14,2026
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
აპრილი 09,2026
ბექა ოდიშარია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის მიზნებისა და პრიორიტეტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
აპრილი 07,2026