თბილისის საკრებულოს წევრმა, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ მოსახლეობას 2023-2024 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ნიკოლოზ კახეთელიძემ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა გარემოს დაცვის კომისიის მუშაობის თაობაზე, ასევე ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომებში მონაწილეობის შესახებ.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში გაიმართა გარემოს დაცვის კომისიის 15 სხდომა, რომლებზეც განხილული იქნა 85 საკითხი, მათ შორის: „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში“ შეტანილი ფუნქციური ზონის ცვლილებები; „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესში ცვლილებების შეტანა; ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და შემდგომ, მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანა პრიორიტეტების დაფინანსების გაზრდის მიზნით.
საკრებულოს წევრი დაესწრო ბიუროს 17 და საკრებულოს 14 სხდომას, სადაც მონაწილეობა მიიღო 788 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის განხილვაში.
ნიკოლოზ კახეთელიძე ფრაქციის მუშაობის ფარგლებში „ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“- ს 15 სხდომას დაესწრო, სადაც 37 საკითხის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. ასევე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრის რანგში დაესწრო 18 სხდომას და შეისწავლა 378 საკითხი.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, მერიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.