30 ოქტომბერი 2025
თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ ორი ფრაქციის დარეგისტრირების საკითხი წარადგინა. თბილისის საკრებულოში დარეგისტრირდა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", რომელსაც საკრებულოს წევრი ზურაბ ჩიკვილაძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან გივი ჩხარტიშვილი, გიორგი დოხტურიშვილი, დავით ჭელიძე, კახა ბერაძე, დავით ხაბეიშვილი და ალექსანდრე მუკათარიძე.
საკრებულოს სხდომაზე დარეგიგსტრირდა ასევე ფრაქცია „ხალხის ძალა", რომელსაც საკრებულოს წევრი ზაქარია წიკლაური უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ჩრდილელი იქნება.
საკრებულოს წევრებმა ორივე ფრაქციის შექმნას მხარი დაუჭირეს.
დღესვე, საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს კომისიებში კვოტირების სისტემა განიხილეს. საკრებულოს კომისიების შემადგენლობა განისაზღვრა 11 წევრით. აქედან, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" 9, ფრაქცია „ხალხის ძალას" 1, უფრაქციო წევრებს კი 1 წარმომადგენელი ეყოლებათ.
თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული კავშირის დელეგაციას უმასპინძლეს
დეკემბერი 04,2025
ოთარ გრიგოლია: სუვერენიტეტის მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ ჩაბმულები გაუაზრებელ კონფლიქტებში
ივნისი 06,2025
ნინო რუხაძემ საკრებულოში 2022-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 19,2023