17 მარტი 2026 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრნენ. ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება აბანოთუბანში, ღია ცის ქვეშ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმისა და საქართველოში აზერბაიჯანელების უხუცესთა საბჭოს ორგანიზებით, გაიმართა.
ლევან ჯაფარიძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ, დღესასწაული მიულოცეს და მათ მშვიდობა და დღეგრძელობა უსურვეს.
ღონისძიებაზე თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე; ასევე, საქართველოში აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები იმყოფებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა კონცერტი, რომლის შემდეგაც სტუმრებს აზერბაიჯანული ნაციონალური კერძებით გაუმასპინძლდნენ. მასპინძლებმა და სტუმრებმა, ტრადიციის თანახმად, კოცონიც დაანთეს.
საქართველოში „ნოვრუზ ბაირამი" საერთო-სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე ლევან მიქავას მოუსმინეს
მარტი 17,2026
ზურაბ აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო
მარტი 17,2026
ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს წევრები პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრნენ
მარტი 17,2026