07 დეკემბერი 2023
თბილისის საკრებულოში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა მიიღო.
დიმიტრი ყიფიანის დარბაზში გამართულ შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს საკრებულოს საქმიანობის, უფლებამოსილების, ფუნქციონირების სპეციფიკისა და თბილისის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაში შემავალი სფეროების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ლევან ჟორჟოლიანმა ასევე დაწვრილებით ისაუბრა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის საქმიანობაზე, კომისიის კომპეტენციაში შემავალი საკითხების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის ბოლოს, ლევან ჟორჟოლიანმა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს, რომლებიც საკრებულოს საქმიანობის, კომისიის კომპეტენციისა და მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაში შემავალ საკითხებს ეხებოდა ამომწურავად უპასუხა.