26 სექტემბერი 2024 თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე, კრწანისის რაიონში „ილია პაჭკორიას სახელობის რაიონულ ტურნირს მინიფეხბურთში-2024"-ის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო .
ტურნირი კრწანისის რაიონის ორგანიზებით გაიმართა. თამაშები კრწანისის რაიონში მდებარე ღია სპორტულ მოედნებზე იმართებოდა, სადაც მონაწილეობას 17 წლის ასაკის ზემოთ მსურველები იღებდნენ.
როგორც კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ აღნიშნა, დედაქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა წარმოადგენს.
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს, მედლებთან, დიპლომებთან და ბურთებთან ერთად, სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. გამარჯვებულები კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ლევან ჯაფარიძესთან ერთად პარკამენტის წევრმა დავით კაჭარავამ და კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დააჯილდოვეს.
საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებსა და საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს შორის შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 03,2026
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025
გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა
დეკემბერი 29,2025